ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, არჩილ მალაყმაძემ საპრიზო ადგილი დაიკავა.
79 კგ. წონით კატეგორიაში, მალაყმაძემ ატაცში 153 კგ. დასძლია, ხოლო აკვრაში 183 კგ. დააფიქსირა. შედეგად, მე-3 ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებისთვის მე-3 მედალია - გოდერძი ბერდელიძე (60 კგ.) ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო რამინ შამილიშვილმა (60 კგ.) ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
არის ოქრო! - გოდერძი ბერდელიძე ევროპის ჩემპიონია