მანჩესტერ იუნაიტედმა 2025/26 წლების სეზონის ბოლომდე მაიკლ კერიკის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა ოფიციალურად გამოაცხადა.
„მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ჩემთვის უდიდესი პატივია.
ვიცი, რა არის საჭირო აქ წარმატების მისაღწევად; ახლა ჩემი მთავარი მიზანია დავეხმარო ფეხბურთელებს იმ სტანდარტების მიღწევაში, რასაც ეს საოცარი კლუბი მოითხოვს და რომელთა შესრულებაც, ჩვენ ვიცით, ამ გუნდს ნამდვილად შეუძლია.
უკვე მიმუშავია რამდენიმე ფეხბურთელთან და ბოლო წლებში გუნდსაც ყურადღებით ვადევნებდი თვალს. სრულად მჯერა მათი ნიჭის, თავდადებისა და უნარის, რომ აქ წარმატებას მიაღწიონ.
ამ სეზონში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის საბრძოლველი. მზად ვართ ყველა გავაერთიანოთ და გულშემატკივრებს ვაჩვენოთ ისეთი თამაშები, როგორსაც მათი ერთგული მხარდაჭერა იმსახურებს.“ - განაცხადა კერიკმა.
კერიკს ასისტენტობას სტივ ჰოლანდი, ჯონათან ვუდგეიტი, ტრევის ბინიონი, ჯონი ევანსი და კრეიგ მოუსონი გაუწევენ.