• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ფერარიმ ლეკლერთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
სხვა სპორტისხვა სპორტი

ფერარიმ ლეკლერთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

03 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სკუდერია ფერარიმ შარლ ლეკლერთან კონტრაქტის გახანგრძლივება გამოაცხადა.


მონეგასკი მრბოლელი ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდის ფერებს მომდევნო სეზონებშიც დაიცავს.


ერთად ზრდის გზა


შარლსა და ფერარის შორის კავშირი ფორმულა 1-ში მისი დებიუტის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.


მას შემდეგ, რაც 2016 წელს ფერარის მრბოლელთა აკადემიას შეუერთდა, სკუდერია ყოველთვის მისი კარიერის ცენტრალური ნაწილი იყო - ფორმულა 2-ის ჩემპიონობის მოპოვებიდან 2017 წელს, ფორმულა 1-ში დებიუტამდე მომდევნო სეზონში, ხოლო 2019 წლიდან უკვე სკუდერია ფერარის ოფიციალურ მრბოლელად.


მას შემდეგ შარლი გუნდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად იქცა, რომელიც გამოირჩევა სისწრაფით, ნიჭითა და შეუპოვარი საბრძოლო სულისკვეთებით. წლების განმავლობაში მან ფერარის გულშემატკივრებს დაუვიწყარი გამარჯვებები, პოლ-პოზიციები და პოდიუმები აჩუქა და სკუდერიას ისტორიის სულ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.


28 წლის ასაკში ის უკვე ფერარის ისტორიაში ფორმულა 1-ის მეორე ყველაზე მრავალგზის მონაწილე მრბოლელია და პოულ პოზიციების რაოდენობითაც მეორე ადგილზეა და მხოლოდ მიხაელ შუმახერს ჩამორჩება.


„ვერ ვიქნებოდი უფრო ბედნიერი, რომ ამ მოგზაურობას სკუდერია ფერარისთან ერთად ვაგრძელებ. ეს გუნდი ჩემთვის ყოველთვის ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ გუნდი. ეს არის გუნდი, რომელშიც ბავშვობიდანვე ვოცნებობდი ყოფნას, და ამ წლების განმავლობაში ის ჩემს მეორე ოჯახად იქცა.


ერთად გადავიტანეთ როგორც დაუვიწყარი წარმატებები, ისე რთული პერიოდები, მაგრამ მე ამ გუნდის უფრო მეტად მჯერა, ვიდრე ოდესმე, და გულწრფელად მადლიერი ვარ, რომ საერთო მიზნის - მსოფლიო ჩემპიონატის მარანელოში დაბრუნების - მისაღწევად კვლავ გვერდიგვერდ ვიბრძოლებთ.


ფერარის მრბოლელობა ოცნების ახდენაა, მაგრამ ამავდროულად ეს უდიდესი პასუხისმგებლობაცაა, რომელსაც არასდროს ვიღებ როგორც მოცემულობას.


გავაგრძელებ ყველაფრის გაღებას, რაც შემიძლია, რათა ეს გუნდი იქ დავაბრუნოთ, სადაც მისი ადგილია - მწვერვალზე.


ამას გავაკეთებ ყველასთვის მარანელოში და, უპირველეს ყოვლისა, ტიფოზებისთვის, რომელთა ვნება და სიყვარული სკუდერიას გულისცემაა.“ - განაცხადა მონეგასკმა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ფერარი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა - ანტონელიმ მონაკოს გრან პრი მოიგო

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა - ანტონელიმ მონაკოს გრან პრი მოიგო
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

პირველი მოგება ფერარიში - ჰამილტონის ტრიუმფი ბარსელონაში

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

პირველი მოგება ფერარიში - ჰამილტონის ტრიუმფი ბარსელონაში
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ჰამილტონმა სილვერსტოუნზე სპრინტის კვალიფიკაცია მოიგო

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ჰამილტონმა სილვერსტოუნზე სპრინტის კვალიფიკაცია მოიგო
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

დრამა სილვერსტოუნზე - ლეკლერმა ბრიტანეთის გრან პრი მოიგო

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

დრამა სილვერსტოუნზე - ლეკლერმა ბრიტანეთის გრან პრი მოიგო
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

News image

07 ივნ, 2026

ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა - ანტონელიმ მონაკოს გრან პრი მოიგო

News image

14 ივნ, 2026

პირველი მოგება ფერარიში - ჰამილტონის ტრიუმფი ბარსელონაში

News image

03 ივლ, 2026

ჰამილტონმა სილვერსტოუნზე სპრინტის კვალიფიკაცია მოიგო

News image

05 ივლ, 2026

დრამა სილვერსტოუნზე - ლეკლერმა ბრიტანეთის გრან პრი მოიგო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება