• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული
UFCUFC

ქართული სპორტის საოცარი კვირა

16 სექ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

გასული კვირა ქართული სპორტისთვის საოცარი გამოვიდა. ქართველმა სპორტსმენებმა თავიანთი კარგი პერფორმანსით გულშემატკივრები გაახარეს.


რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მოვლენა მერაბ დვალიშვილის გამარჯვება იყო. The Machine-მა ქვემსუბუქი წონის ტიტულის მფლობელი შონ ო'მალი დაამარცხა და UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა.


საოცარი პერფორმანსი შემოგვთავაზა საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა, რომელმაც ერთა ლიგის ახალი გათამაშება ორი მნიშვნელოვანი და სანახაობრივი გამარჯვებით დაიწყო. თბილისში ჩეხეთის დამარცხების შემდეგ ვილი სანიოლის გუნდმა ტირანაში ალბანეთსაც სძლია და 6 ქულით ჯგუფს ერთპიროვნულად უდგას სათავეში.


კლუბებში დაბრუნებულმა ფეხბურთელებმა თავი ინდივიდუალური შედეგებითაც გამოიჩინეს. ხვიჩა კვარაცხელიამ კალიარის წინააღმდეგ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და სტატისტიკური ვებ-გვერდების მიხედვით ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.


კვარაცხელიამ სერია ა-ში 50-ე ქართული გოლი გაიტანა


საგოლე გადაცემა გააკეთა ლილის წინააღმდეგ ზურიკო დავითაშვილმა, რომელმაც ამ სეზონში სენტ-ეტიენის პირველ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა და ტურის თერთმეტეულშიც მოხვდა.


დავითაშვილი ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა


შთამბეჭდავ თამაშს აგრძელებს გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც შალკეს დუბლი შეუსრულა და კარლსრუეს მოაგებინა. ქართველი თავდამსხმელი სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა და ბომბარდირთა დავასაც 6 გოლით ერპიროვნულად ლიდერობს.


სამი ვერსიით - ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის კვირის გუნდში


ინგლისის ჩემპიონშიფში მორიგი საგოლე მოქმედება მიითვალა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც ქოვენთრის წინააღმდეგ ასისტი ჩაიწერა აქტივში. ჩაკვემ მატჩის მიმდინარეობისას ტრავმა მიიღო და გულშემატკივრებიც აანერვიულა, თუმცა ცუდი მოლოდი არ გამართლდა და ყველაფერი კარგადაა.


არანაირი მუხლის ტრავმა! გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაირკვა


იტალიის სერია ა-ში მე-2 მატჩი გამართა ახალგაზრდა ქართველმა მცველმა საბა გოგლიჩიძემ, რომელსაც იუვენტუსის წინააღმდეგ ნდობა გამოუცხადეს. ემპოლიმ ბიანკონერისთან უგოლო ფრე ითამაშა, გოგლიჩიძემ კი სადებიუტო შეხვედრის მსგავსადაც კარგად ითამაშა და იუვენტუსის შემტევებს გასაქანი არ მისცა.


საბა გოგლიჩიძის ტოპ-მატჩი იუვენტუსთან, მოპოვებული ქულა და მაღალი შეფასება


ესპანეთის ლა ლიგა 2-ში თავი გამოიჩინა გიორგი წიტაიშვილმა, რომელმაც ელჩეს წინააღმდეგ საგოლე გადაცემა გააკეთა.


ქართველ სპორტსმენებს როგორც ინდივიდუალურად ისე სანაკრებო დონეზე მართლაც საოცარი კვირა გამოუვიდათ, რაც ნამდვილად სასიხარულო ფაქტია.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბუდუ ზივზივაძე
გიორგი ჩაკვეტაძე
გიორგი წიტაიშვილი
მერაბ დვალიშვილი
საქართველო
ხვიჩა კვარაცხელია
ზურიკო დავითაშვილი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ორ სეტში დამარცხდა - ბასილაშვილმა ჰალეში გამოსვლა დაასრულა

•ქართული

ქართული

ორ სეტში დამარცხდა - ბასილაშვილმა ჰალეში გამოსვლა დაასრულა
•ქართული

ქართული

აკადემიური ნიჩბოსნობა - ქართული წყვილი საერთაშორისო რეგატის ჩემპიონი გახდა

•ქართული

ქართული

აკადემიური ნიჩბოსნობა - ქართული წყვილი საერთაშორისო რეგატის ჩემპიონი გახდა
•ქართული

ქართული

არის ოქრო - ნიჩბოსანი სერჰი იემელიანოვი ევროპის ჩემპიონი გახდა

•ქართული

ქართული

არის ოქრო - ნიჩბოსანი სერჰი იემელიანოვი ევროპის ჩემპიონი გახდა
•ქართული

ქართული

რომელ ადგილზე არიან ილია და მერაბი? UFC-ის რეიტინგი განახლდა

•ქართული

ქართული

რომელ ადგილზე არიან ილია და მერაბი? UFC-ის რეიტინგი განახლდა
•ქართული

ქართული

News image

16 ივნ, 2026

ორ სეტში დამარცხდა - ბასილაშვილმა ჰალეში გამოსვლა დაასრულა

News image

16 ივნ, 2026

აკადემიური ნიჩბოსნობა - ქართული წყვილი საერთაშორისო რეგატის ჩემპიონი გახდა

News image

16 ივნ, 2026

არის ოქრო - ნიჩბოსანი სერჰი იემელიანოვი ევროპის ჩემპიონი გახდა

News image

16 ივნ, 2026

რომელ ადგილზე არიან ილია და მერაბი? UFC-ის რეიტინგი განახლდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება