ტოტენჰემმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კლუბმა ენდი რობერტსონთან კონტრაქტი გააფორმა.
,,მოედანზე და მის მიღმა გამორჩეული ლიდერი, შოტლანდიის ნაკრების კაპიტანი, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი ტიტული აქვს მოგებული, კლუბს 1 ივლისს შეუერთდება, მას შემდეგ რაც ლივერპულთან მისი კონტრაქტი ამოიწურება." - წერია ლონდონური კლუბის განცხადებაში.
მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო დე ძერბიმ, თქვა:
„ენდი ფეხბურთელია, რომელსაც მრავალი წელია აღფრთოვანებით ვაკვირდები. ის ჩვენს გუნდს შესძენს უმაღლესი დონის ტექნიკურ შესაძლებლობებს, გამოცდილებას, ლიდერობასა და გამარჯვებულის მენტალიტეტს.
ის დიდი ხნის განმავლობაში უმაღლეს დონეზე წარმატებული მოთამაშე იყო და დარწმუნებული ვარ, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ვერ ვითმენ მასთან მუშაობის დაწყებას და იმ დადებითი გავლენის ხილვას, რომელსაც ის გარშემომყოფებზე მოახდენს.“
ენდი რობერტსონი ლონდონურ კლუბს ენფილდზე გატარებული გამორჩეული 9 წლის შემდეგ უერთდება.