თბილისის თასზე შავმა ლომმა პირველი მატჩი სამხრეთაფრიკულ გრიქასთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 15:21 დამარცხდა.
პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ფრედ, 7:7 დასრულდა. ქართული გუნდიდან ლელო თორნიკე კახოიძემ დადო, რომელიც ლუკა ცირეკიძემ ზუსტად გარდასახა.
მეორე ტაიმის დასაწყისში შავი ლომი დაწინაურდა კიდეც, როდესაც აკაკი ტაბუცაძემ ლელო მიითვალა, ხოლო ცირეკიძემ საჯარიმო ზუსტად შეასრულა (15:7).
მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ფრენჩაიზმა უპირატესობის შენარჩუნება სცადა, სტუმრებმა ბოლო წუთებზე აქტიურობა შეძლეს, ორი ლელო დადეს და მატჩი სასარგებლოდ დაასრულეს.
თბილისის თასის სხვა შეხვედრებში ჩიტასმა ლუზიტანუში 38:26 დაამარცხა, ხოლო აირლინკ პუმასმა იბერიანსს 64:21 სძლია. მეორე ტურის მატჩები 29 სექტემბერს გაიმართება, სადაც შავი ლომი პუმასს დაუპირისპირდება.