ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში (Endesa Liga) გიორგი შერმადინის ტენერიფემ მორიგი მატჩი ჩაატარა.
მეცხრე ტურის შეხვედრაში მასპინძლებმა ობრადარიოს უმასპინძლეს და მეტოქე დიდი სხვაობით, 106:76 დაამარცხეს.
მატჩის გარდამტეხი მეორე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც ტენერიფემ 29:14 მოიგო და შეხვედრის ბედი ფაქტობრივად ტაიმის დასრულებამდე გადაწყვიტა.
გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო ჰაიმე ფერნანდესი გახდა, რომელმაც 16 ქულა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. გიორგი შერმადინმა პარკეტზე გატარებულ 17 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
გამართული 9 ტურის შემდეგ ტენერიფეს ანგარიშზე 5 გამარჯვებაა და სატურნირო ცხრილში საპატიო მეორე პოზიციას იკავებს.
მომდევნო შეხვედრას შერმადინის გუნდი 1 ნოემბერს სტუმრად კორუნიასთან ჩაატარებს.