VIDEO: ნიქსმა სერია გაათანაბრა, მინესოტამ უპირატესობა გაზარდა
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ში საპლეიოფო სერიების მე-4 მატჩები გაიმართა.
ატლანტა ჰოუქსი ნიუ იორკ ნიქსს დაუპირისპირდა და 98-114 დამარცხდა. გამარჯვებულ გუნდს ოუჯი ანუნობიმ (22 ქულა, 10 მოხსნა) და კარლ-ენტონი თაუნსმა (20 ქულა, 10 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა) ულიდერეს.
ნიქსმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა (2-2). გუნდებს შორის მე-5 შეხვედრა 29 აპრილს გაიმართება.
მე-4 თამაში შედგა მინესოტა ტიმბერვულვზსა და დენვერ ნაგეტსს შორის, რომელიც მინესოტას გამარჯვებით 112-96 დასრულდა. ტიმბერვულვზს აიო დოსუნმუმ ულიდერა, რომელმაც 43 ქულა დააგროვა, დენვერიდან კი გამორჩეული ჯამალ მარი იყო 30 ქულით.
მინესოტამ სერიაში ანგარიში 3-1 გახადა და 28 აპრილს შეეცდება, რომ სერია დახუროს.