VIDEO: რომში კაცთა ნახევარფინალური წყვილები გაირკვა
15 მაი, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩოგბურთში იტალიის ღია პირველობა იმართება, რომელსაც რომი მასპინძლობს. კაცთა თანრიგში უკვე გაირკვა ოთხივე ნახევარფინალისტი და ცნობილია ვინ ვის დაუპირისპირდება.
საინტერესოა, რომ ოთხივე მეოთხედფინალური მატჩი 2 სეტში დასრულდა - ალკარასმა დრეიპერი დაამარცხა, მუსეტიმ ზვერევს სძლია, პოლმა ჰურკაჩს მოუგო, სინერმა კი რუუდის ბარიერი გაიარა.
პირველ ფინალისტს ერთმანეთში კარლოს ალკარასი და ლორენცო მუსეტი გაარკვევენ, მეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთს იანიკ სინერი და ტომი პოლი დაუპირისპირდებიან.
სავსებით შესაძლებელია, რომ რომში იტალიური ფინალი ვიხილოთ, თუმცა ესპანელი და ამერიკელი შეეცდებიან, რომ ეს არ მოხდეს.
ნახევარფინალური მატჩები 16 მაისს გაიმართება, ფინალი კი 18-ში შედგება. ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ალექსანდერ ზვერევია.