რომში იტალიის ღია პირველობა მიმდინარეობს, რომელიც გადამწყვეტ ფაზაშია შესული. უკვე ცნობილია თუ ვინ იბრძლებს ქალთა თანრიგის ფინალში ტიტულისთვის.
პირველ ნახევარფინალურ მატჩში ჟასმინ პაოლინიმ პეიტონ სტერნსი 2 სეტში (7-5, 6-1) დაამარცხა და საშინაო ტურნირზე ფინალში გავიდა.
მეორე წყვილში კი 3-სეტიანი ბრძოლა გაიმართა ქინვენ ჟენგსა და კოკო გოფს შორის, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით (6-7, 6-4, 6-7) დასრულდა.
ფინალის გზაზე პაოლინიმ სანი, ჟაბორი, ოსტაპენკო, შნაიდერი და სტერნსი დაამარცხა, გოფმა კი მბოკოს, ლინეტის, რადუკანუს, ანდრეევასა და ჟენგის ბარიერები გაიარა.
იტალიელისა და ამერიკელის ფინალური დაპირისპირება 17 მაისს გაიმართება. წინა წელს ტურნირის გამარჯვებული იგა შვიონტეკი გახდა.