• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
VIDEO: თავით ლამაზად შეაგდო - კიტეიშვილი ბომბარდირთა დავაში ისევ გალიდერდა
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

VIDEO: თავით ლამაზად შეაგდო - კიტეიშვილი ბომბარდირთა დავაში ისევ გალიდერდა

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ოთარ კიტეიშვილის შტურმ გრაცმა ავსტრიის ჩემპიონობის შანსი ბოლო ტურამდე შეინარჩუნა.


ბუნდესლიგის ბოლოსწინა, 31-ე ტურში, გრაცელებმა ჰარტბერგი სტუმრად 4:2 დაამარცხეს, კიტეიშვილმა კი მორიგი გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში კვლავ ერთპიროვნულად გალიდერდა.


ქართველმა ნახევარმცველმა 25-ე წუთზე ლამაზი თავური დარტყმით შეაგდო, ჩემპიონატში 15 გოლი მოაგროვა და რიდის ზამბიელ შემტევ კინგსტონ მუტანდვას 1 გოლით გაუსწრო. 


ოთარს კარიერის ყველაზე შედეგიანი საჩემპიონატო სეზონი აქვს - აქამდე საუკეთესო სეზონი 12-გოლიანი ჰქონდა. ყველა საკლუბო ტურნირის ეგიდით, წელს 40 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 23 საგოლე მოქმედება შეასრულა - 19 გოლი, 4 ასისტი.


აღსანიშნავია, რომ შტურმმა 5 აპრილის შემდეგ პირველად მოიგო და 5-მატჩიანი ფრეების სერია შეწყვიტა.


ბოლო ტურის წინ, ასეთი მდგომარეობაა - შტურმი ლიდერ ლასკ-ს 2 ქულით ჩამორჩება და თუკი ბოლო ტურში კონკურენტი ვერ მოიგებს და თავად 3 ქულას აიღებს, ჩემპიონი გახდება, რადგან ურთიერთშეხვედრებში თანაბარი ბალანსია, ხოლო ბურთების შეფარდებით უკეთესი იქნება.


17 მაისს, შტურმი შინ რაპიდ ვენას შეხვდება, რომელსაც ევროპა ლიგაზე გასვლის შანსი ჯერ კიდევ შერჩა, ხოლო ლასკ-ი სტუმრად ეთამაშება აუსტრია ვენას, რომელიც ასევე ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის - ორივე მათგანი დაელოდება პარალელურად ზალცბურგის შედეგს, რადგან ახლა ევროპა ლიგაზე გამსვლელ მე-4 პოზიციაზე სწორედ ისაა.


ზედიზედ მესამედ - კიტეიშვილი სეზონის საუკეთესო მოთამაშეა


ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

ოთარ კიტეიშვილი
საქართველო
შტურმი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ჩემპიონი შალკე გაანადგურეს - ლოჩოშვილმა ზედიზედ 21-ე სრული მატჩი ჩაატარა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ჩემპიონი შალკე გაანადგურეს - ლოჩოშვილმა ზედიზედ 21-ე სრული მატჩი ჩაატარა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: სეზონში მე-18 საგოლე მოქმედება - გულიაშვილის რასინგი ლა ლიგას უახლოვდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: სეზონში მე-18 საგოლე მოქმედება - გულიაშვილის რასინგი ლა ლიგას უახლოვდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ისტორიაში მე-16-ედ - აზაროვის შახტარი უკრაინის ჩემპიონია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ისტორიაში მე-16-ედ - აზაროვის შახტარი უკრაინის ჩემპიონია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვლავ MVP - რიდმა რეგულარული სოლიდური მატჩით დაასრულა

•კალათბურთი

კალათბურთი

კვლავ MVP - რიდმა რეგულარული სოლიდური მატჩით დაასრულა
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

23 სთ წინ

VIDEO: ჩემპიონი შალკე გაანადგურეს - ლოჩოშვილმა ზედიზედ 21-ე სრული მატჩი ჩაატარა

News image

1 სთ წინ

VIDEO: სეზონში მე-18 საგოლე მოქმედება - გულიაშვილის რასინგი ლა ლიგას უახლოვდება

News image

1 სთ წინ

VIDEO: ისტორიაში მე-16-ედ - აზაროვის შახტარი უკრაინის ჩემპიონია

News image

30 წთ წინ

კვლავ MVP - რიდმა რეგულარული სოლიდური მატჩით დაასრულა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება