ბენფიკა ჟოზე მოურინიოს შესაძლო წასვლისთვის შეუდგა მზადებას.
პორტუგალიურმა კლუბმა იმ მწვრთნელების მოკლე სია შეადგინა, რომლებმაც შესაძლოა ჟოზე მოურინიო შეცვალონ. როგორც იცით, „განსაკუთრებულს" მადრიდის რეალის სახელს ბოლო დღეებში უფრო და უფრო აქტიურად უკავშირებენ.
ლისაბონელები განიხილავენ ფლამენგოს ყოფილი მწვრთნელის, ფილიპე ლუისის კანდიდატურას, რომელმაც კლუბთან ერთად ლიბერტადორესის თასი, ასევე ბრაზილიის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო.
კლუბის შორტ-ლისტში ასევე შედიან რობენ ამორიმი (მან იუნაიტედის და სპორტინგის ყოფილი მწვრთნელი, ბენფიკას ექს-ფეხბურთელი) და მარკუ სილვა (ფულემი).
მოურინიოს მომავლის საკითხი უახლოესი 2-3 კვირის მანძილზე უნდა გადაწყდეს.