• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
გოია, მაკრატელა და „ნასოკი“ - გორგილაძის ბლოგი
ფეხბურთიფეხბურთი

გოია, მაკრატელა და „ნასოკი“ - გორგილაძის ბლოგი

8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ეს წერილი ფეხბურთზეა.

კაცმა რომ თქვას, ფერწერაზეცაა ეს წერილი.

ალბათ რონალდინიოზეც.

ბექჰემზეც.

რუნიზეც.
კარლოსზეც.
შეიძლება ფრანსისკო გოიაზე უფრო.


მაგრამ, მგონი, ეს წერილი უფრო სხვის მიერ ჩადენილის საკუთარი სხეულით განცდაზეა.


მოკლედ...


„პრადოს“ მუზეუმში შესულებს ორი არჩევანი გაქვთ: ან მშვიდად შემოიაროთ პირველი სართულის დარბაზები და თავზე გადმოიღვაროთ ენით აღუწერეილი სიამოვნება, რომელიც მიწის ზედაპირიდან თითქოს რამდენიმე საინტიმეტრით მაღლა აგწევთ, აგამჩატებთ, ფილტვებსა და გონებას ჟანგბადით აგივსებთ ან პირდაპირ ჩახვიდეთ -1 სართულზე, მოძებნოთ 067-ე დარბაზი და შეცბუნებულებმა, კრიჭაშეკრულებმა დაათვალიეროთ ფრანსისკო გოიას „შავი პერიოდი“.

ამ გამაოგნებელი შედევრებს შორის კი, რომლებზეც პროგრესისა და ღვთიური წესრიგის ნატამალიც არ არის და ადამიანის ყველაზე ბნელი სახეები, შიში, უძლურება და სასოწარკვეთა ჩანს, თქვენ აღმოაჩენთ სერიის მთავარ სამკაულს - ნახატს სახელწოდებით „სატურნი ჭამს თავის შვილს“. ჩემი მითითება არ გჭირდებათ, ეს გამოსახულება დიდხანს დაგატყვევებთ თავისთან და როცა ისე მოგნუსხავთ, რომ თქვენი უპეები სატურნის თვალებივით დამრგვალდება, ორ რამეს იგრძნობთ: თითებს ხერხემალში და და ხერხემალს თითებზე. მერე მიხვდებით, რომ ნამდვილი ოსტატობაც ეგაა, შენი ნამოქმედარით არა მხოლოდ აღაფრთოვანო ადამიანი, არამედ სხეულით აგრძნობინო ის.



თუმცა სხეულით თანაზიარებს მხოლოდ ფერწერა, ფოტო ან ფილმი ხომ არ გვხდის. ფეხბურთშიც შეუძლია იგივე. დიდ ფეხბურთს. დიდი ფეხბურთის დიდ ოსტატებს. ჰოდა ვფიქრობდი, როდის განმიცდია სხეულით იგივე ფეხბურთის ყურებისას, რასაც გოიას ნახატის საათობით ყურებისას განვიცდი-მეთქი და აი, რა შემთხვევები მომაგონდა:


უეინ რუნის მაკრატელა „მანჩესტერ სიტისთან“ 2011 წელს - როცა პახის დაჭიმვასაც გრძნობ, ზურგით დაცემასაც და მისი თვალებით შენც ხედავ ბადეში გახვეულ ბურთს.

ანდრეს ინიესტას ცხრიანი ჩელსისასთან 2009 წელს - როცა თითქოს თავად მოიქნიე ფეხი უხერხულად პარალელურ კლასთან თამაშისას და გოლი შევარდა.


რობერტო კარლოსის საჯარიმო საფრანგეთთან 1997 წელს - როცა ადამიანი ფიზიკის კანონის მსხვრევასთან ახლოსაა თითქოს ამ სამეცნიერო ექპერიმენტის თანამონაწილე შენ ხარ. გოლის ნახვის შემდეგ ერთხენს ფეხის ტკივილსაც გრძნობ.


დენის ბერგკამპის ქორეოგრაფიული სანახაობა არგენტინასთან 1998 წელს - როცა თვალებს ხუჭავ და თხემით ტერფამდე განიცდი თითოეულ მოძრაობას - ბურთის ფეხზე ჰაეროვნად დაფენას, ჰაერში მის შეყოვნებას, წვერის ჩამოკვრასა და მირტყმას. მერე კომენტატორის ჩაბჟირებასაც იზიარებ ფეხბურთელთან. თითქოს მის გვარს კი არა, შენსას გაჰკივის.


ლეო მესის იერიში „ხეტაფესთან“ 2007 წელს - ტანით გრძნობ როგორ იშორებს და აცუცურაკებს შემხვედრებს. ცხეული ცქმუტავს თითქოს კარგ „აჭარულს“ უყურებდე.


ზინედინ ზიდანის ზეცად შემართული მარცხენა ლევერკუზენის „ბაიერის“ წინააღმდეგ ჩემპიონთან ლიგის ფინალში 2002 წელს - განა არ განიცდით წამიერ შეყოვნებას და მერე საკუთარი შესაძლებლობების მიღმა გასვლას? განა არ გეჭიმებათ მარცხენა ამის ნახვისას?


დევიდ ბექჰემის გოლის გადაზიდვის სერვისი საბერძნეთთან 2001 წელს და საგზური მსოფლიო ჩემპიონატზე - გადაიმეორეთ და მიეცით წარმოსახვას გასაქანი. აგერ მე და აგერ თქვენ, თუ არ მოიხდენთ გამოქცევას, მარცხენა ფეხის ოსტატურ ჩადგმასა და, როგორც იტყოდნენ, ბურთის ფეხზე მოჯდომას.


რონალდინიოს „ნასოკი“ ჩელსის კარში 2004 თუ 2005 წელს - გახსოვთ, რა დიდებულად შეასრიალა ბურთი? განა არ იგრძენით ფეხის წვერზე დარტყმა? განა ამ გოლით ბავშვობაში დატყმული ყველა „ნასოკის“ ცოდვა არ გამოისყიდა ამ კაცმა?


ბევრია ეგეთი გოლი, ბევრი.

რაღაცები გახსოვს ადამიანს, რომელიღაცებს გახსენება სჭირდება, მაგრამ მთელი ვიტამინებიც მაგაშია, რომ მივიწყებულიც რომ გქონდეს, ამოგიტივტივდება თუ არა, ეგრევე ტანით გრძნობ მომენტს, შეხებას, დარტყმას.


და გიხარია.

და ხვდები, რომ ცოცხალი ხარ. 


კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

დათო გორგილაძე

დათო გორგილაძე

გორგილაძის ბლოგი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

უბანი და გეოგრაფია - გორგილაძის ბლოგი

•
•ფეხბურთი
უბანი და გეოგრაფია - გორგილაძის ბლოგი
•
•ფეხბურთი

რას ვისურვებ 2026-ში - გორგილაძის ბლოგი

•
•ფეხბურთი
რას ვისურვებ 2026-ში - გორგილაძის ბლოგი
•
•ფეხბურთი

ფეხბურთი რომ არ არსებობდეს - გორგილაძის ბლოგი

•
•ფეხბურთი
ფეხბურთი რომ არ არსებობდეს - გორგილაძის ბლოგი
•
•ფეხბურთი

ხელები, თვალები და კანი - გორგილაძის ბლოგი

•
•ფეხბურთი
ხელები, თვალები და კანი - გორგილაძის ბლოგი
•
•ფეხბურთი
News image

21 იან, 2026

უბანი და გეოგრაფია - გორგილაძის ბლოგი

News image

08 იან, 2026

რას ვისურვებ 2026-ში - გორგილაძის ბლოგი

News image

30 ოქტ, 2025

ფეხბურთი რომ არ არსებობდეს - გორგილაძის ბლოგი

News image

17 დეკ, 2025

ხელები, თვალები და კანი - გორგილაძის ბლოგი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება