• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ყველაფერი რაც ფინალამდე უნდა იცოდეთ - ფინალის ანონსი
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ყველაფერი რაც ფინალამდე უნდა იცოდეთ - ფინალის ანონსი

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

შაბათს, 30 მაისს, ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე ჩემპიონთა ლიგის ერის რიგით 34-ე ფინალი გაიმართება - მატჩი სადაც ერთმანეთს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ და ლონდონის არსენალი დაუპირისპირდებიან, სტარტს თბილისის დროით 20:00-ზე აიღებს. 


ისტორიაში მხოლოდ ცხრა გუნდს მოუგია ჩემპიონთა ლიგა წაუგებლად - არსენალს ამ შედეგის გამეორებამდე ერთი მატჩი აშორებს. ლონდონელების ნანატრ ტიტულს მოქმედი ჩემპიონები შეეცილებიან, მადრიდის რეალის შემდეგ პირველი მოქმედი მფლობელები რომლებმაც ფინალში გასვლა შეძლეს - ზიდანის გუნდმა ეს 2016/17 და 2017/18 სეზონებში ორჯერ შეძლო.


გუნდები გასული სეზონის ნახევარფინალში გადაიკვეთნენ - ლუის ენრიკეს შეგირდებმა მეთოფეებს ორივე მატჩი მოუგეს, საერთო ანგარიშით 3:1. ემირეითსზე გამართული დაპირისპირება პსჟ-მ უსმან დემბელეს გოლით მოიგო - ფრანგს კვარამ უპასა. განმეორებით მატჩში შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად წასულიყო, რომ არა პარიზელთა ყოფილი კიპერი, ჯანლუიჯი დონარუმა. იტალიელის საოცარი თამაშის ხარჯზე, პარიზელებმა არტეტას შეგირდების წნეხს გაუძლეს. ფაბიან რუისისა და აშრაფ ჰაკიმის გოლებით პსჟ-მ ყველაფერი გადაწყვიტა - ბუკაიო საკამ მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანაღა შეძლო. პსჟ და არსენალი ჩემპიონთა ლიგაზე სულ ხუთჯერ შეხვედრიან ერთმანეთს - ორი ნახევარფინალური მატჩის გარდა, არსენალმა პარიზელები გასული სეზონის ლიგის ფაზაში დაამარცხა, ხოლო 2016/17 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე გუნდებმა ორჯერ ფრედ ითამაშეს. 



ბუდაპეშტისკენ მიმავალი გზა გუნდებმა სრულიად განსხვავებული სტილით გაიარეს. მიკელ არტეტას არსენალმა წარმატებას მტკიცე დაცვით მიაღწია - მეთოფეებმა ლიგის ფაზაში მხოლოდ 4 გოლი გაუშვეს, საერთო ჯამში კი 9-ჯერ შეინახეს კარი მშრალად. მადრიდის ატლეტიკოს, მიუნხენის ბაიერნისა და ინტერის წინააღმდეგ მოპოვებულ შთამბეჭდავ გამარჯვებებს მოჰყვა უფრო დაძაბული პლეი-ოფური დაპირისპირებები ლევერკუზენთან, სპორტინგთან და ატლეტიკოსთან.



სრულიად განსხვავებული იყო პარიზული გზა ფინალამდე - ძალიან შემტევი და თავისუფალი ფეხბურთი. პსჟ-ს 44 გოლი მხოლოდ ერთით ჩამორჩება ბარსელონას 1999/2000 წლების სეზონის რეკორდს - კატალონიელებმა იმ სეზონში 45 გოლის გატანა მოახერხეს. ამ საოცარი შეტევითი სვლის მთავარი შემოქმედი კი ხვიჩა კვარაცხელიაა - ქართველი ვინგერის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა - 7 გოლი ქართველმა პლეი-ოფის სტადიაზე გაიტანა.


სეზონის ადრეულ ეტაპზე პარიზელებმა ატალანტა, ლევერკუზენი, ბარსელონა და ტოტენჰემი დამარცხეს. პსჟ-მ პლეი-ოფში კიდევ უფრო მოუმატა - ქართველის გუნდმა ჯერ ჩელსი გაანადგურა, შემდეგ ლივერპულს მოუგო დამაჯერებლად, საბოლოოდ კი მიუნხენის ბაიერნთან ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნახევარფინალი გვაჩუქა.



მიკელ არტეტას ხელმძღვანელობით არსენალის პროგრესი ეტაპობრივი და შთამბეჭდავია - 2023/24 წლების სეზონში მეოთხედფინალი, 2024/25-ში ნახევარფინალი და ბოლოს, მეთოფეები 20 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში არიან.


არსენალი გამარჯვების შემთხვევაში პირველად მოიგებს ევროპულ ტიტულს (თუ არ ჩავთვლით 1970 წელს მოგებულ ბაზრობათა თასს) და სეზონს ისტორიული დუბლით დაასრულებს, ხოლო პარი სენ-ჟერმენისთვის ეს მეორე ევროპული ტიტულის მოგებას, ზედიზედ ორი ჩემპიონთა ლიგის მომგები პირველი ფრანგული კლუბის სტატუსსა და ლუის ენრიკეს მემკვიდრეობის კიდევ უფრო გამყარებას ნიშნავს.


ფინალის სავარაუდო შემადგენლობები


პარი სენ-ჟერმენი (4-3-3): საფონოვი; ჰაკიმი, მარკინიოსი, ვილიან პაჩო, ნუნო მენდეში; ზაირ-ემერი, ვიტინია, ჟოაო ნევეში; დუე, დემბელე, კვარაცხელია.


აშრაფ ჰაკიმი პარიზელთა ყველაზე დიდი კითხვის ნიშანია - მაროკოელს ბაიერნთან ნახევარფინალის პირველი მატჩის შემდეგ აღარ უთამაშია, თუმცა ფინალის წინ ვარჯიში უკვე განაახლა. რაც შეეხება უსმან დემბელეს, ის პარიზელთა ბოლო მატჩის პირველ ტაიმში შეცვალეს, თუმცა დემბელემ ვარჯიში განაახლა და კლუბში იმედოვნებენ, რომ ფრანგი ფინალს სრულიად გამოჯანმრთელებული შეხვდება.


არსენალი (4-2-3-1): რაია; მოსკერა, სალიბა, გაბრიელი, კალაფიორი; რაისი, ლუის-სკელი, ედეგორი; საკა, ჰავერცი, ეზე.


საეჭვოა ნონი მადუეკეს თამაში, ხოლო როგორც არაერთი წყარო იტყობინება, იურიან ტიმბერის მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს და შესაძლოა ფინალს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს, რასაც ბენ უაითზე ნამდვილად ვერ ვიტყით - ინგლისელი ვესტ ჰემთან მატჩში მძიმედ დაშავდა. 


ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელების მატჩისწინა კომენტარები


ხვიჩა კვარაცხელია: ყველა გუნდს პატივს ვცემთ. ჩვენთვის მთავარია, ჩვენი თამაში ვითამაშოთ. დიდად არ ვფიქრობთ იმაზე, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე - უბრალოდ ვემზადებით ჩვენი ფეხბურთისთვის და მოედანზე ყველაფერს ვდებთ. რთული მატჩი იქნება - ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია, უბრალოდ უნდა გავიდეთ და თამაშით დავტკბეთ.


ჟოაო ნევეში: ჩვენი განვლილი გზით ძალიან ვამაყობთ. ვიცით, როგორ უნდა გავუძლოთ სირთულეებს. მზად ვართ იმისთვის, რაც წინ გველოდება. ტრავმების მიუხედავად, ყველა ფეხბურთელი მზადაა სათამაშოდ - სწორედ ასე იქმნება დიდი გუნდი.


ლუის ენრიკე: ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარ თავზე კონცენტრირებაა და არა მეტოქეზე. საუბარია ევროპის საუკეთესო საკლუბო ტურნირზე, ამიტომ, რა თქმა უნდა, ადაპტაციაც საჭიროა, რადგან დონე ძალიან მაღალია. თუმცა ჩვენც შევძელით თამაშის ხარისხის კიდევ უფრო გაზრდა და ვამაყობთ, რომ კვლავ ფინალში ვართ.



დეკლან რაისი: ვფიქრობ, შეუძლებელია იმის დაუფასებლობა, რაც ამ ტურნირზე აქამდე გავაკეთეთ. სრული უფლება გვაქვს, ეს წარმატება აღვნიშნოთ - ეს მართლაც უდიდესი მომენტია. ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პრესტიჟული ტურნირია და ეს საამაყო მომენტია როგორც კლუბისთვის, ისე თითოეული ფეხბურთელისთვის.


ბუკაიო საკა: ხედავთ, რამდენს ნიშნავს ეს ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ყველა ძალიან ბედნიერია. ეს მშვენიერი ისტორიაა და იმედი მაქვს, ბუდაპეშტში ბედნიერი დასასრული ექნება.


მიკელ არტეტა: კლუბის სურვილებსა და ამბიციებში სრულიად ერთიანები ვართ. ზოგჯერ იღბალიც გჭირდება და რაღაცები შენს სასარგებლოდ უნდა განვითარდეს, მაგრამ ჩვენ უზარმაზარი შრომა, ვნება და რწმენა ჩავდეთ იმ საქმეში, რასაც ვაკეთებთ. ჯილდოდ კი ბუდაპეშტში გასაოცარი დღე მივიღეთ.




ალექს კლემენტსონი, პსჟ-ს რეპორტიორი: ერთხელ - ისტორიულია, ორჯერ - ლეგენდარული - ეწერა ბანერზე, რომელიც კლუბის გულშემატკივრებმა იუქენდზე გამართულ ამხანაგურ მატჩზე გაშალეს. ბუდაპეშტის ფინალი კი პარი სენ-ჟერმენს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი სახელი ფეხბურთის დიდებულთა პანთეონში სამუდამოდ დაამკვიდროს.


მიმდინარე სეზონის პლეი-ოფში გატანილი 23 და ჯამში 44 გოლი ნათლად აჩვენებს, რომ პარიზელთა საფირმო, აგრესიული შეტევითი სტილი ძალას არ კარგავს. თუმცა ბაიერნთან ნახევარფინალის საპასუხო მატჩში მათმა დაცვითმა თამაშმაც გამოავლინა გუნდის სიმტკიცე და ხასიათი. თუ შაბათს პსჟ ამ ორ კომპონენტს გააერთიანებს, შესაძლოა, მადრიდის რეალის შემდეგ პირველი კლუბი გახდეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ტიტულს ზედიზედ მოიპოვებს.


ჯო ტერი, არსენალის რეპორტიორი: შესაძლოა, ზედმეტად გამარტივებული იყოს ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალის „პსჟ-ს შეტევა არსენალის დაცვის წინააღმდეგ“ დაპირისპირებად წარმოჩენა, თუმცა „მეთოფეები“ ალბათ ყველაზე უკეთ არიან მომზადებულნი იმისთვის, რომ პარიზელთა გამანადგურებელი შეტევა შეაჩერონ. არსენალის დაცვის ბირთვმა — დავიდ რაიამ, ვილიამ სალიბამ და გაბრიელმა, როგორც პრემიერ ლიგის ტრიუმფალურ სეზონში, ისე ბუდაპეშტის ფინალამდე გზაზე, ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა.


ფეხბურთელები განსაკუთრებულ განწყობაზე იქნებიან 22 წლის შემდეგ მოპოვებული პირველი ჩემპიონობის აღნიშვნის შემდეგ და აუტსაიდერის სტატუსშიც საკუთარ შანსებს აუცილებლად ირწმუნებენ, მით უმეტეს, რომ გასული სეზონის ნახევარფინალში სწორედ ამავე მეტოქესთან განცდილი მარცხიდან ბევრი რამ ისწავლეს. მაშინ პსჟ-მ დამსახურებულად გაიმარჯვა, თუმცა მას შემდეგ არსენალმა უზარმაზარი პროგრესი განიცადა.



ფინალის წინ სანახავი: პსჟ-არსენალის საერთო თერთმეტეული


10 საუკეთესო პერფორმანსი ლიგის ფინალში


ლიგის ფინალებში გასული 10 საუკეთესო გოლი


გახდება კვარა პირველი ფეხბურთელი ვინც ზედიზედ ორ ფინალში გაიტანს?

ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

არსენალი
ჩემპიონთა ლიგა
პსჟ
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

პსჟ-არსენალის საერთო თერთმეტეული

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ-არსენალის საერთო თერთმეტეული
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფრანგული მედია კვარას თამაშით აღფრთოვანებულია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფრანგული მედია კვარას თამაშით აღფრთოვანებულია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,კვარაცხელია ოქროს ბურთის ფავორიტებს შორის უნდა იყოს" - Goal-ის სტატია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,კვარაცხელია ოქროს ბურთის ფავორიტებს შორის უნდა იყოს" - Goal-ის სტატია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქართველი ჯადოქარი მორიგი დიდი ევროპული საღამოსთვის მზადაა - Reuters

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქართველი ჯადოქარი მორიგი დიდი ევროპული საღამოსთვის მზადაა - Reuters
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

9 სთ წინ

პსჟ-არსენალის საერთო თერთმეტეული

News image

5 სთ წინ

ფრანგული მედია კვარას თამაშით აღფრთოვანებულია

News image

2 სთ წინ

,,კვარაცხელია ოქროს ბურთის ფავორიტებს შორის უნდა იყოს" - Goal-ის სტატია

News image

2 სთ წინ

ქართველი ჯადოქარი მორიგი დიდი ევროპული საღამოსთვის მზადაა - Reuters

კომენტარები

ლინკის დაკოპირება