მხოლოდ ერთი საღამოთი, აშშ-ის ღია პირველობის (US Open) ზედიზედ 5-გზის ჩემპიონი და ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი ნიუ-იორკში ბრუნდება.
ფედერერი მონაწილეობას მიიღებს უნიკალურ საჩვენებელ მატჩში, რომელიც არტურ ეშის სტადიონზე, საღამოს განათებების ქვეშ, 25 აგვისტოს გაიმართება.
მასთან ერთად ითამაშებენ 2003 წლის US Open-ის ჩემპიონი და მისი დიდი ხნის მეტოქე ენდი როდიკი, ასევე ჩოგბურთის სხვა ლეგენდები და US Open-ის ჩემპიონები - ანდრე აგასი და ჯონ მაკინროი.
გრანდ სლემის 20-გზის ჩემპიონი, US Open-ის ზედიზედ 5-გზის გამარჯვებული, ჩოგბურთის საერთაშორისო დიდების დარბაზის წევრი და მსოფლიო სპორტის ლეგენდარული ვარსკვლავი როჯერ ფედერერი 2019 წლის შემდეგ პირველად ბრუნდება ნიუ-იორკში.
მას განსაკუთრებული კავშირი აქვს ამ ტურნირთან: ფედერერი ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც US Open-ის ერთეულთა თანრიგში ზედიზედ 5-ჯერ მოიპოვა ჩემპიონობა (2004–2008).