VIDEO: როგორც იქნა! - ტორონტომ კლივლენდთან 10-წლიანი სერია შეწყვიტა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა კლივლენდ კავალიერსთან სერიის ანგარიშში სხვაობა შეამცირა. კანადელებმა, კლივლენდში წაგებული 2 მატჩის შემდეგ, პირველი გამარჯვება იზეიმეს - 126:104.
აღსანიშნავია, რომ უშუალოდ პლეი-ოფის ეგიდით, კლივლენდს ტორონტოსთან, 2016 წლის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალიდან მოყოლებული, 12-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა, რომელიც სწორედ ამ თამაშის შედეგით შეწყდა.
ტორონტოელთაგან, 33-33 ქულა ჰქონდათ სკოტი ბერნსსა (5 მოხსნა, 11 ასისტი) და არ ჯეი ბერეტს (5 მოხსნა, 5 ასისტი), ხოლო კოლინ მარეი-ბოილსმა გუნდს 22 ქულა, 8 მოხსნა, 2 ასისტი შეჰმატა.
სერიაში კავალიერსი 2:1-ს იგებს, მომდევნო შეხვედრა კი ისევ ტორონტოშია - 26 აპრილის 21:00 საათზე, ხოლო 30 აპრილის 00:00 საათზე, სერიის მე-5 თამაშს უკვე კლივლენდი უმასპინძლებს.