ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში გავიდა.
ლეგენდარული სერბის მეორე მეტოქე სეზონის ბოლო გრენდ სლემზე ამერიკელი ზაქარი სვაიდა იყო, რომელმაც ნოვაკისგან ერთი სეტის წაღება მოახერხა.
კორტების მასპინძელმა პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე 7:5 მოიგო, თუმცა ამის შემდეგ კორტზე დომინაცია ნოვაკმა ჩაიგდო ხელში და მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა.
6:7 6:3 6:3 6:1 2 საათსა და 24 წუთში და ნოვაკი მესამე წრეშია, სადაც კამერონ ნორისა და ფრანსისკო კომესანას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.