არენამაქსი
ქვიზები
ქვიზების ლიგა
სიახლეები
-
Aa
+
ფონტის ზომა
წლის ბოლოს გთავაზობთ 2025 წლის ყველაზე ნახვადი სიახლეების სიას adjarabet arena-ზე.
"იტალიურად ვსაუბრობ და მაინც არასწორად გამიგეთ", - კონტემ კვარაზე ნათქვამი სიტყვები განმარტა
2025 წლის იანვარში ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენში ტრანსფერი განხორციელდა, თუმცა სანამ ეს ყველაფერი ოფიციალური გახდებოდა ქართველი ფეხბურთელის გარშემო მითქმა-მოთქმა არ ჩერდებოდა. ნაპოლის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს კი ამ საკითხზე ბევრი საუბარი უწევდა.
მივიწყებული ვარსკვლავები - როგორ არიან საუდის არაბეთში წასული ფეხბურთელები?
adjarabet arena-ზე წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბლოგი საუდის არაბეთში წასულ ვარსკვლავებს ეძღვნებოდათ, რომელთა მდგომარეობაც იმ მომენტში განვიხილეთ. ამ ბლოგმა მკითხველის დიდი ყურადღებაც მიიქცია.
თოფურია VS ვოლკანოვსკი 2 - ნიკალმა თარიღი და ადგილი დაასახელა
წლის დასაწყისში ხშირი იყო საუბარი იმაზე, რომ UFC-ის ქვემსუბუქ წონაში ილია თოფურიასა და ალექსანდერ ვოლკანოვსკის საჩემპიონო რემატჩი უნდა გამართულიყო. ამაზე ბო ნიკალმაც ისაუბრა, თუმცა ეს ინფორმაცია საბოლოოდ მცდარი აღმოჩნდა.
"ღვინო შენ მოგაქვს" - ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიას პირობა შეახსენა
ქართველი და ავსტრალიელი მებრძოლების გზები მაინც გადაიკვეთა, თუმცა ამჯერად მწვრთნელების რანგში. ილია თავისი ძმის კუთხეში იყო, როცა ალექსანდრეს მეტოქე კოლბი თიქნესს ზურგს სწორედ ვოლკანოვსკი უმაგრებდა.
კვარამ პსჟ-ში სასურველი ნომერი შეარჩია
ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენში გადასვლასთან ერთად საინტერესო იყო თუ რა ნომრით იასპარეზებდა ქართველი პარიზში.
კონტრაქტი მაგიდაზეა - ტრანსფერს ქოჩორაშვილის პასუხი აკლია
წლის ერთ-ერთი საინტერესო ტრანსფერი ქართულ ფეხბურთში გიორგი ქოჩორაშვილს ეხებოდა, რომელზეც ჯერ კიდევ მარტში იწერებოდა.
იუვეს განადგურებიდან ხვიჩას წასვლამდე - რა მოხდა ნაპოლიში ზუსტად 2 წელიწადში?
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერის შემდეგ, ბოლო წლებში ნაპოლიში მომხდარი მოვლენები შევაჯამეთ, რაც საინტერესო სტატიად იქცა.
"თუ საქართველოს ომზე და ჩემს ხალხზე ხუმრობ, არსად შემხვდე, თორემ თავს წაგაცლი", - თოფურია პიმბლეტზე
ილია თოფურიასა და პადი პიმბლეტის დაპირისპირება გულშემატკივრებისთვის ახალი ამბავი არაა. ქართველმა მებრძოლმა ერთ-ერთ ინტერვიუში ბრიტანელზეც ისაუბრა.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
