მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
adjarabetarena-ზე გრძელდება ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების განხილვა და დღეს მურატ იაკინის შვეიცარიის ნაკრების ჯერი დადგა.
შვეიცარიელები საკვალიფიკაციოზე საბრძოლო ჯგუფში მოხვდნენ, რომლის აშკარა ფავორიტებიც იყვნენ: შვეიცარია, რუმინეთი, ისრაელი, ბელარუსი, კოსოვო, ანდორა. ფავორიტობის სტატუსის მიუხედავად, იაკინის გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი რუმინეთს (22 ქულა) დაუთმო, თავად კი ევროზე მეორე ადგილით გავიდა (17 ქულა).
საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, შვეიცარიამ ორი ამხანაგური მატჩი გამართა - 26 მარტს სტუმრად ირლანდიას მოუგო, 4 ივნისს კი ესტონეთი 4:0 გაანადგურა. ევრომდე გუნდი კიდევ ერთ ამხანაგურ თამაშს ხვალ, 8 ივნისს, ავსტრიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
შვეიცარიის ევრო 2024-ს შემადგენლობის სრული ღირებულება 285 მილიონ ევროს შეადგენს, გუნდის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მან სიტის მცველი მანუელ აკანჯია (45 მლნ ევრო), შემდეგ მოდიან გრეგორ კობელი (დორტმუნდი) - 40 მლნ ევრო და დენის ზაკარია (მონაკო) - 25 მლნ ევრო. თუმცა, ამ უკანასკნელს ტრავმა აქვს და მისი მონაწილეობა კონტინენტურ პირველობაზე ეჭვქვეშ დგას.
არსებულ განაცხადში ერთბაშად სამ 100+ მატჩიან ფეხბურთელს გადავაწყდებით, ამიტომ გამოცდილება იაკინის ნაკრებს ნამდვილად არ აკლია. ყველაზე მეტი მატჩი გრანიტ ჯაკას (124) აქვს ჩატარებული, თუმცა ბევრად არ ჩამორჩა მას ჩედრან შაქირიც (122). ასეულთა კლუბში მესამე პოზიციას რიკარდო როდრიგესი 114 მატჩით ხურავს.
საუკეთესო ბომბარდირი შაქირია 31 გოლით, მეორე ადგილს ჯაკა იკავებს 14-ით, მესამეზე კი ბრილ ემბოლოა (13 გოლი).
შვეიცარიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ხუთჯერ აქვს ნათამაშები - გუნდის დებიუტი 1996-ში შედგა და მას შემდეგ, საუკეთესო შედეგი სვისებმა 2020-ში დააფიქსირეს, როცა მთავარი ფავორიტი საფრანგეთი გამოაგდეს, მეოთხედფინალამდე მივიდნენ და ესპანეთთან მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდნენ.
იქამდე, გუნდი ზედიზედ 3-ჯერ ჯგუფში ჩარჩა, 2016-ში კი მერვედფინალში შეძლო გასვლა.
ევრო 2024-ზე შვეიცარიის ნაკრები ჯგუფში უნგრეთს, გერმანიას და შოტლანდიას დაუპირისპირდება.
გერმანიასთან სტატისტიკა ასეთია: 53 მატჩი - 9 მოგება, 8 ფრე, 36 მარცხი
უნგრეთთან: 46 მატჩი - 11 მოგება, 5 ფრე, 30 მარცხი
შოტლანდიასთან: 16 მატჩი - 5 მოგება, 3 ფრე, 8 მარცხი.
მურატ იაკინმა შვეიცარიის ნაკრები ევრო 2020-ს შემდეგ, 2021 წლის აგვისტოში ჩაიბარა. მას შემდეგ, შვეიცარიის ნაკრებმა 33 მატჩის ჩატარება მოასწრო - 15 მოიგო, 10 ფრე, 8 მარცხი, 53 გოლი გაიტანა და 36 გაუშვა.
გთავაზობთ სტატიებს სხვა ნაკრებების შესახებაც:
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
5 საათის წინ
5 საათის წინ
7 საათის წინ
9 საათის წინ