ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ევრო 2024 - კერკეტი უკრაინა
ფეხბურთიფეხბურთი

ევრო 2024 - კერკეტი უკრაინა

04 ივნ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

adjarabetarena აგრძელებს თქვენთვის ევრო 2024-ს მონაწილე გუნდების გაცნობას და დღეს სერგეი რებროვის უკრაინის ნაკრების ჯერი დადგა.


უკრაინის ეროვნული ნაკრები ტურნირზე ერთ-ერთი მთავარი ანდერდოგის სტატუსით ჩადის - თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუნდს ოქროს პერიოდი უდგას. ძირითადი ბირთვის თითქმის ყველა ფეხბურთელი ტოპ ჩემპიონატების ძლიერ გუნდებში თამაშობენ. 


ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმ ფაქტს, რომ უკრაინას ევრო 2024-ზე მოსახვედრად ერთა ლიგის პლეიოფი დასჭირდა - გუნდს უბრალოდ საკვალიფიკაციოს ჯგუფით არ გაუმართლა, რადგან ინგლისთან და იტალიასთან მოხვდა და იქაც კი, ბოლო ტურამდე ინარჩუნებდა მეორე ადგილზე გასვლის და ევროს გარეშე იტალიის ნაკრების დატოვების შანსს. 


Ukraine raise country's spirits with Euro 2024 qualification


საბოლოოდ, ყველაფრის გადაწყვეტა ერთა ლიგის პლეიოფში გახდა საჭირო და უკრაინამ ჯერ სტუმრად ბოსნია და ჰერცოგოვინას 2:1 მოუგო იარემჩუკის და დოვბიკის გოლებით, ფინალში კი საკუთარ სტადიონზე ისლანდიას აჯობა (2:1) ციგანკოვის და მუდრიკის დახმარებით. 


საკვალიფიკაციოს შემდეგ თავისი პირველი მატჩი უკრაინამ გუშინ (3 ივნისს) გამართა - მასპინძელ გერმანიას ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა და გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა (0:0).


ევრო 2024 - უკრაინის ნაკრების განაცხადი ცნობილია


უკრაინის დღევანდელი ნაკრების საერთო ღირებულება ამ მომენტისთვის 344.7 მილიონ ევროს შეადგენს. გუნდის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ოლექსანდრ ზინჩენკოა (38 მლნ ევრო), მეორე ადგილს მიხაილო მუდრიკი იკავებს (35 მლნ ევრო), მესამეზე კი ილია ზაბარნია (32 მლნ ევრო). ლა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, ჟირონას ფორვარდი არტემ დოვბიკი 30 მილიონ ევროდ ფასდება და მე-4 ადგილს იკავებს.


დღევანდელი ნაკრების ყველაზე გამოცდილი და ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი ანდრეი იარმოლენკოა - გუნდის კაპიტანი, რომელსაც უკრაინის მაისურით 117 მატჩი დაუგროვდა და 46 გოლის გატანაც მოახერხა.


მეორე ადგილზე გოლებით რომან იარემჩუკია (14 გოლი), მატჩებით კი ტარას სტეპანენკო (82 მატჩი).


ევროპის ჩემპიონატებზე უკრაინის დებიუტი 2012 წელს შედგა, როცა გუნდი ტურნირს პოლონეთთან ერთად მასპინძლობდა. საშინაო ევროზე ვეტერანი ანდრეი შევჩენკოს ნალიდერები გუნდი სამწუხაროდ ჯგუფში ჩარჩა და მილანის ლეგენდის დუბლით მოგებული პირველი ტურის მატჩიც ვერ დაეხმარა.


2016-ში საფრანგეთის ევროზე მონაწილეობის უფლება უკრაინამ უკვე მოედანზე მოიპოვა, თუმცა უშუალოდ ევროპის ჩემპიონატი კვლავ ჯგუფურ ეტაპზე, თანაც უგოლოდ დაასრულა - ჩრდილოეთ ირლანდიამ, პოლონეთმა და გერმანიამ უკრაინელებს სამივე მატჩი მოუგეს, 5 გოლი გაუტანეს და არცერთი არ გაატანინეს.


2020-ს ევროზე უკრაინამ ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა - ჯგუფიდან მე-4 საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით გავიდა და მერვედფინალში შვედეთი გამოაგდო - მძიმე ბრძოლაში გამართული მატჩი ექსტრა ტაიმებში გადავიდა, სადაც დოვბიკმა გამარჯვების გოლი 120+1 წუთზე გაიტანა და უკრაინამ 2:1 იმარჯვა.


მეოთხედფინალში უკრაინას მომავალმა ფინალისტმა ინგლისმა არანაირი შანსი არ დაუტოვა - კეინის დუბლითა და მაგუაიერის და ჰენდერსონის გოლებით, საუთგეიტის გუნდმა 4:0 იმარჯვა.


Ihor Surkis congratulates Ukraine on qualification for Euro-2024 - FC  Dynamo Kyiv official website


ამრიგად, სამი მონაწილეობიდან უკრაინის საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალია, რომელიც გუნდმა სამი წლის წინ დააფიქსირა.

.

ევრო 2024-ზე რებროვის გუნდი ბელგიასთან, სლოვაკეთთან და რუმინეთთან მოხვდა.


ბელგიას უკრაინა ისტორიაში პირველად შეხვდება, რუმინეთთან 6 მატჩში 3 მოგება და 3 მარცხი აქვს, სლოვაკეთს კი 8-ჯერ შეხვდა (3 მოიგო, 3 ფრე, 2-ჯერ დამარცხდა).


გთავაზობთ სტატიებს სხვა ნაკრებების შესახებაც:


გერმანია

საფრანგეთი

ინგლისი

პორტუგალია

იტალია

ნიდერლანდები

ხორვატია

ესპანეთი

თურქეთი

ბელგია

ჩეხეთი

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ევრო 2024
ევროპის ჩემპიონატი
უკრაინა
უკრაინის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

,,მე მძულს რუსეთის პოლიტიკა" - დვალიშვილის ვრცელი პასუხი მახაჩევს

•ქართული

ქართული

,,მე მძულს რუსეთის პოლიტიკა" - დვალიშვილის ვრცელი პასუხი მახაჩევს
•ქართული

ქართული

ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ორი დიდი სენსაცია - რა სიტუაციაა საქართველოს ჯგუფში?

•კალათბურთი

კალათბურთი

ორი დიდი სენსაცია - რა სიტუაციაა საქართველოს ჯგუფში?
•კალათბურთი

კალათბურთი

უკრაინის მწვრთნელი საქართველოსთან დაპირისპირებაზე საუბრობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

უკრაინის მწვრთნელი საქართველოსთან დაპირისპირებაზე საუბრობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

26 აგვ, 2026

,,მე მძულს რუსეთის პოლიტიკა" - დვალიშვილის ვრცელი პასუხი მახაჩევს

News image

27 აგვ, 2026

ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

News image

29 აგვ, 2026

ორი დიდი სენსაცია - რა სიტუაციაა საქართველოს ჯგუფში?

News image

04 სექ, 2026

უკრაინის მწვრთნელი საქართველოსთან დაპირისპირებაზე საუბრობს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება