Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
adjarabetarena-ზე ევროპის ჩემპიონატის მორიგი მონაწილე გუნდის გაცნობის დროა. ამჯერად სასაუბრო თემა შოტლანდიის ნაკრებია, რომელიც ევრო 2024-ს მასპინძელ გერმანიასთან მატჩით გახსნის.
შოტლანდიელები საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მეტოქეები იყვნენ, სადაც ასევე ესპანეთის, ნორვეგიისა და კვიპროსის ნაკრებები თამაშობდნენ.
შოტლანდიამ ჯგუფში 17 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა და ევრო 2024-ზე კვალიფიცირდა. გუნდმა 5 მატჩი მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 1 წააგო. სტუმრად საქართველოს ნაკრები 2-0 დამარცხდა, თბილისში შეხვედრა კი ფრედ 2-2 დასრულდა.
მარტში გუნდმა 2 ამხანაგური მატჩი ჩაატარა - ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0-1 დამარცხდა და გიბრალტარს 2-0 მოუგო, რამდენიმე დღის წინ კი ფინეთთან სტივ კლარკის გუნდმა 2-2 ითამაშა.
შოტლანდიელების ჯამური ღირებულება ევრო 2024-ზე 207 მილიონი ევრო იქნება. შემადგენლობაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები სკოტ მაკტომინეი (32 მილიონი ევრო), ჯონ მაკგინი (30 მილიონი ევრო) და ენდი რობერტსონი (30 მილიონი ევრო) არიან.
არსებული განაცხადიდან ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში ენდი რობერტსონს (69), ჯონ მაკგინსა (57) და კალუმ მაკგრეგორს (53) აქვთ, გუნდის მოქმედი ბომბარდირები კი მაკგინი (17 გოლი), მაკტომინეი (6 გოლი) და ჩე ადამსი (6 გოლი) არიან.
შოტლანდიას ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა მიღებული 3-ჯერ აქვს - 1992, 1996 და 2021 წლებში. ნაკრებმს სულ 9 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 2 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 5 წააგო - სულ გაიტანა 5 და გაუშვა 10 გოლი. ჯგუფიდან გასვლა კი ვერცერთ შემთხვევაში მოახერხა.
ბოლო ევროზე შოტლანდიელები ჩეხეთთან და ხორვატიასთან დამარცხდნენ, ინგლისთან კი ფრე ითამაშეს.
აღნიშნულ 3 ტურნირზე ყველაზე მეტი მატჩი ჯამში ენდი გორამმა, გარი მაკალისტერმა და სტიუარტ მაკკოლმა ჩაატარეს, მათ 6 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. შოტლანდიელების ევროებზე გატანილი ხუთივე გოლი კი სხვადასხვა მოთამაშეს ეკუთვნის - გარი მაკალისტერს, ბრაიან მაკკლეირს, ალი მაკკოისტის, პოლ მაკსტეისა და კალუმ მაკგრეგორს.
ევრო 2024-ზე სტივ კლარკის გუნდის მეტოქეები გერმანია, შვეიცარია და უნგრეთი იქნებიან. 14 ივნისს ტურნირი სწორედ გერმანიისა და შოტლანდიის მატჩით გაიხსნება.
გერმანიასთან სტატისტიკა - 17 მატჩი, 4 მოგება, 5 ფრე, 8 წაგება - ბოლო მატჩი 2015 წელს ჩატარდა, სადაც გერმანიამ 2-3 იმარჯვა.
შვეიცარიასთან სტატისტიკა - 16 მატჩი, 8 მოგება, 3 ფრე, 5 წაგება - ბოლო დაპირისპირება 2006 წელს გაიმართა, სადაც შვეიცარიელებმა 1-3 მოიგეს.
უნგრეთთან სტატისტიკა - 9 მატჩი, 3 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება - ბოლო მატჩი 2018 წლით თარიღდება, სადაც შოტლანდიამ 0-1 იმარჯვა.
შოტლანდიელები ევრო 2024-ზე მე-4 ცდით შეეცდებიან, რომ ჯგუფური ეტაპი დაძლიონ და მათთვის ისტორიული შედეგი დააფიქსირონ.
სტატიები სხვა ნაკრებებზე
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები