-
Aa
+
ფონტის ზომა
გთავაზობთ მუნდიალზე მონაწილე გუნდების განხილვას ჯგუფების მიხედვით.
ყველაფერი, რაც A ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც B ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც C ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც D ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც E ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც F ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც G ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც H ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
დღეს I ჯგუფს წარგიდგენთ, სადაც საფრანგეთის, ერაყის, ნორვეგიისა და სენეგალის ნაკრებები იასპარეზებენ.
ფრანგებს მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 16-ჯერ უთამაშიათ, რაც ამ მაჩვენებლით მსოფლიოს მასშტაბით მე-6 საუკეთესო შედეგს წარმოადგენს.
საფრანგეთი ერთ-ერთია იმ 8 გუნდიდან, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ექვსმა ქვეყანამ შეძლო ამის ორჯერ ან მეტჯერ გაკეთება.
საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტიტული 1998 წელს მოიპოვა. ფინალში ფრანგებმა სტად დე ფრანსზე ბრაზილია 3:0 დაამარცხეს. მანამდე ტურნირს ფრანგებმა 1938 წელსაც უმასპინძლეს, თუმცა მაშინ მოქმედ ჩემპიონ იტალიასთან მეოთხედფინალში დამარცხდნენ.
2018 წელს საფრანგეთი მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, როდესაც ლუჟნიკის სტადიონზე გამართულ ფინალში ხორვატია 4:2 დაამარცხა.
2006 და 2022 წლებში ფრანგები ვიცე-ჩემპიონის სტატუსს დასჯერდნენ - 2006 წლის ფინალში იტალიასთან, ხოლო 2022 წელს არგენტინასთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ.
ჩატარებული მატჩებით ფრანგების რეკორდსმენი უგო ლორისია (20 მატჩი), რომელმაც 4 ტურნირზე იასპარეზა (2010, 2014, 2018, 2022). 4 მუნდიალზე მონაწილეობა ასევე მიღებული აქვს ტიერი ანრის (1998, 2002, 2006, 2010).
მსოფლიო ჩემპიონატებზე საფრანგეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი კი დღემდე ჟიუს ფონტენია, რომელმაც 1958 წელს რეკორდული 13 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ამ შედეგს კილიან მბაპე ემუქრება, რომელმაც 2018 და 2022 წლის მუნდიალებზე ჯამში 12 გოლი გაიტანა.
საფრანგეთის ნაკრები ფიფას ამჟამინდელ რეიტინგში მე-3 ადგილზეა.
მეკარეები: მაიკ მენიო (მილანი), ბრის სამბა (რენი), რობინ რისერი (ლანსი).
მცველები: დაიო უპამეკანო (ბაიერნი), უილიამ სალიბა (არსენალი), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული), ლუკას ერნანდესი (პსჟ), მალო გუსტო (ჩელსი), ჟიულ კუნდე (ბარსელონა), ლუკა დინი (ასტონ ვილა), ტეო ერნანდესი (ალ-ჰილალი), მაქსენს ლაკრუა (კრისტალ პალასი).
ნახევარმცველები: ადრიენ რაბიო (მილანი), ორელიენ ჩუამენი (რეალი), ნ’გოლო კანტე (ფენერბაჰჩე), მანუ კონე (რომა), უორენ ზაირ-ემერი (პსჟ).
შემტევები: კილიან მბაპე (რეალი), უსმან დემბელე (პსჟ), მაიკლ ოლისე (ბაიერნი), რაიან შერკი (მანჩესტერ სიტი), დეზირე დუე (პსჟ), ბრედლი ბარკოლა (პსჟ), მარკუს ტიურამი (ინტერი), მაგნეს აკლიუში (მონაკო), ჟან-ფილიპ მატეტა (კრისტალ პალასი).
მწვრთნელი: დიდიე დეშამი
ერაყის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად 1986 წელს გამოჩნდა. მაშინ მათ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს, ქულა ვერ მოიპოვეს და მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლეს.
ერაყმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორედ გასვლა 2026 წელს მოახერხა. საინტერესოა, რომ ორივე შემთხვევაში, როცა ერაყმა მუნდიალის საგზური მოიპოვა, ტურნირს მექსიკა მასპინძლობდა.
ერაყის ერთადერთი გოლი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში აჰმედ რადჰიმ გაიტანა, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში.
ერაყის ნაკრები ფიფას რეიტინგში 57-ე ადგილს იკავებს.
მეკარეები: ფაჰად ტალიბი (ალ ტალაბა), ჯალალ ჰასანი (ალ ზავრა), აჰმედ ბასილი (ალ შორტა)
მცველები: რებინ სულაკა (პორტი), ჰუსეილ ალი (პოგონი), ზაიდ ტაჰსენი (პახთაქორი), აკამ ჰაშიმი (ალ ზავრა), მანაფ იუნისი (ალ შორტა), აჰმედ მაკნზი (ალ კარმა), მერშას დოსკი (პლზენი), მუსტაფა საადუნი (ალ შორტა), ფრანს პუტროსი (პერსიბი)
ნახევარმცველები: იუსეფ ამინი (აეკ ლარნაკა), იბრაჰიმ ბაიეში (ალ დაფრა), ზიდან იქბალი (უტრეხტი), ამირ ალ ამარი (კრაკოვია), კევინ იაკობი (AGF), აიმარ შერი (სარპსბორგი), ზაიდ ისმაილი (ალ ტალაბა)
შემტევები: ალი ალ ჰამადი (ლუტონი), მოჰანად ალი (დიბა), აჰმედ ქასემი (ნეშვილი), ალი იუსიფი (ალ ტალაბა), ალი ჯასიმი (ალ ნაჯმა), აიმენ ჰუსეინი (ალ კარმა), მარკო ფარჯი (ვენეცია)
მწვრთნელი: გრემ არნოლდი
ნორვეგიამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე აქამდე 3-ჯერ ითამაშა - 1938, 1994 და 1998 წლებში. მათი საუკეთესო შედეგი 1998 წელს მიღწეული მერვედფინალია.
ნორვეგიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთგვარი გამორჩეული სტატისტიკა აქვს - ფინალურ ეტაპზე ისინი მხოლოდ იტალიასთან მარცხდებოდნენ. 1938 წელს პირველივე ეტაპზე იტალიამ დაამარცხა.
1994 წელს ჯგუფურ ეტაპზე ნორვეგიამ მექსიკა დაამარცხა, იტალიასთან წააგო და ირლანდიის რესპუბლიკასთან 0:0 ითამაშა, რის შედეგადაც ჯგუფის ოთხივე გუნდმა 4-4 ქულა და ნულოვანი ბურთების სხვაობა დააგროვა, თუმცა ნორვეგია ყველაზე ნაკლები გატანილი გოლის გამო გამოეთიშა ტურნირს.
1998 წელს ნორვეგიამ შოტლანდიასთან და მაროკოსთან ფრედ ითამაშა, შემდეგ კი ჩამორჩენის მიუხედავად ბრაზილია 2:1 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც კვლავ იტალიასთან დამარცხდა.
ნორვეგიელთა მხრიდან მუნდიალებზე სარეკორდო 7-7 მატჩი ჰენინგ ბერგმა, სტიგ ინგე ბიორნებიემ და კიეტილ რეკდალმა ჩაატარეს.
2 გოლით კი გამორჩეული კიეტილ რეკდალია, რომელმაც თავის გამოჩენა 1994 და 1998 წლის ტურნირებზე შეძლო.
ფიფას რეიტინგში ნორვეგიის ნაკრები 31-ე პოზიციას იკავებს.
მეკარეები: ორიან ნილანი (სევილია), სანდერ ტანგვიკი (ჰამბურგი), ეგილ სელვიკი (უოტფორდი)
მცველები: კრისტოფერ აიერი (ბრენტფორდი), ლეო ოსტიგორი (ჯენოა), დავიდ მიოლერ ვოლფი (ვულვზი), ფრედრიგ ანდრე ბიორკანი (ბოდო გლიმტი), მარკუს ჰოლმგრენ პედერსენი (ტორინო), ტორბიორნ ჰეგემი (ბოლონია), სონდრე ლანგასი (დერბი ქაუნთი), ჰენრიკ ფალჩენერი (ვიკინგი)
ნახევარმცველები: მორტენ თორსბი (კრემონეზე), პატრიკ ბერგი (ბოდო გლიმიტი), სანდერ ბერგე (ფულემი), მარტინ ოდეგორი (არსენალი), ფრედრიკ აურსნესი (ბენფიკა), კრისტიან თორსტვედტი (სასუოლო), თელო ოსგორი (რეინჯერსი), ანდრეას შიელდერუპი (ბენფიკა), ოსკარ ბობი (ფულემი), იენს პეტერ ჰაუგე (ბოდო გლიმტი)
შემტევები: ალექსანდერ სორლოტი (ატლეტიკო), ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი), იორგენ სტრანდ ლარსენი (კრისტალ პალასი), ანტონიო ნუსა (ლაიფციგი), იულიან რიერსონი (დორტმუნდი)
მწვრთნელი: სტალე სოლბაკენი
სენეგალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 4-ჯერ გავიდა - 2002, 2018, 2022 და 2026 წლებში.
2002 წლის მუნდიალზე სენეგალმა მეოთხედფინალამდე მიაღწია, რაც დღემდე მათი საუკეთესო შედეგია.
სენეგალელთა მხრიდან მუნდიალებზე 6-6 მატჩი კალიდუ კულიბალის, იუსუფ საბალის, იდრისა გეიესა და ისმაილა სარს აქვთ ჩატარებული, რომელთაც ამ შედეგის გაუმჯობესება წელსაც შეუძლიათ.
სენეგალის ნაკრების ბომბარდირი კი მუნდიალებზე პაპა ბუბა დიოპია, რომელმაც 2002 წელს 3 გოლით გამოიჩინა თავი.
ფიფას რეიტინგში სენეგალი ამჟამად მე-15 ადგილზეა.
მეკარეები: იეჰვან დიუფი (ნიცა), ედუარ მენდი (ალ აჰლი) მორი დიაუ (ლე ავრი)
მცველები: მამადუ სარი (ჩელსი), კალიდუ კულიბალი (ალ ჰილალი), აბდულაიე სეკი (მაკაბი ჰაიფა), ისმაილ ჯეიკობსი (გალათასარაი), კრეპინ დიატა (მონაკო), მუსა ნიახატე (ლიონი), ანტუან მენდი (ნიცა), ელ ჰაჯი მალიკ დიუფი (ვესტ ჰემი)
ნახევარმცველები: იდრისა გეიე (ევერტონი), პათე სისი (რაიო), ლამინ კამარა (მონაკო), პაპე მატარ სარი (ტოტენჰემი), ჰაბიბ დიარა (სანდერლენდი), ბარა საპოკო ნდიაიე (ბაიერნი), პაპე გეიე (ვილიარეალი)
შემტევები: ასან დიაო (კომო), ბამბა დიენგი (ლორიენი), სადიო მანე (ალ ნასრი), ნიკოლას ჯექსონი (ბაიერნი), შერიფ ნდიაიე (სამსუნსპორი), ილიმან ნდიაიე (ევერტონი), ისმაილა სარი (კრისტალ პალასი), იბრაჰიმ მბაიე (პსჟ)
მწვრთნელი: პაპე ჩაუ
ტური 1
საფრანგეთი - სენეგალი (16 ივნისი, 23:00)
ერაყი - ნორვეგია (17 ივნისი, 02:00)
ტური 2
საფრანგეთი - ერაყი (23 ივნისი, 01:00)
ნორვეგია სენეგალი (23 ივნისი, 04:00)
ტური 3
ნორვეგია - საფრანგეთი (26 ივნისი, 23:00)
სენეგალი - ერაყი (26 ივნისი, 23:00)

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

