მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
adjarabetarena-ზე გრძელდება ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების განხილვა. ახლა კი დანიის ნაკრების ჯერი დადგა.
დანიელები საკვალიფიკაცო ეტაპზე სლოვენიის, ფინეთის, ყაზახეთის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და სან მარინოს ნაკრებებთან ერთად იყვნე. დანიამ და სლოვენიამ თანაბარი რაოდენობის 22 ქულა აიღეს, თუმცა ჯგუფში პირველი ადგილი სწორედ დანიელებმა დაიკავეს. გუნდმა 7 მატჩი მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 2 წააგო, გაიტანა 19 და გაუშვა 10 გოლი.
მარტში მათ 2 ამხანაგური მატჩი ჩაატარეს - შვეიცარიასთან (0-0) და ფარერებთან (2-0 მოგება), ივნისის შეკრებაზე კი შვედეთთან შეხვედრაში 2-1 იმარჯვეს. გოლები პიერ-ემილ ჰოიბერგმა და კრისტიან ერიქსენმა გაიტანეს.
კასპერ იულმანდის გუნდი ევრო 2024-სთვის 26-კაციანი შემადგენლობით ემზადება.
სრული შემადგენლობის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით 423 მილიონი ევროა. გუნდში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები რასმუს ჰოილუნდი (65 მილიონი ევრო), ანდრეას კრისტენსენი (40 მილიონი ევრო) და იოახიმ ანდერსენი (35 მილიონი ევრო) არიან.
არსებული განაცხადიდან ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელები სიმონ კიაერი (131 მატჩი), კრისტიან ერიქსენი (129 მატჩი) და კასპერ შმეიხელი (100 მატჩი) გახლავთ.
ამ შემადგენლობიდან გუნდის მოქმედი ბომბარდირი კი დიდი უპირატესობით კრისტიან ერიქსენია , რომელსაც ნაკრებში 41 გოლი აქვს გატანილი. შემდეგ მოდიან იუსუფ პულსენი 12 გოლით, კასპერ დოლბერგი და იოაკიმ მეჰლე კი 11-11 გოლით.
დანიის ნაკრებს ისტორიაში 9-ჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული ევროპის ჩემპიონატზე, 1992 წელს კი გუნდი ჩემპიონი გახდა, დანიელებმა ფინალში გერმანია 2-0 დაამარცხეს. ბოლო ევროზე კი გუნდი 1/2 ფინალში ინგლისის ნაკრებთან 2-1 დამარცხდა.
ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში დანიელებს გამოკვეთილი ბომბარდირი არ ჰყავთ. ფრანკ არნესენი, კასპერ დოლბერგი, ჰენრიკ ლარსენი, ბრაიან ლაუდრუპი და იონ დალ ტომასონი - ამ მოთამაშეებს 3-3 გოლი აქვთ ევროებზე.
ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე დანია ინგლისის, სლოვენიისა და სერბეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
ინგლისთან სტატისტიკა ასეთია - 22 მატჩი, 4 მოგება, 5 ფრე, 13 წაგება - ბოლო შეხვედრა სწორედ წინა ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალში შედგა, სადაც ინგლისელებმა იმარჯვეს.
სლოვენიასთან სტატისტიკა - 6 მატჩი, 5 მოგება, 1 ფრე - ბოლო დაპირისპირება 2023 წლის ნოემბერში გაიმართა, სადაც დანიელებმა 2-1 იმარჯვეს.
სერბეთთან კი დანიას სამივე მატჩი მოგებული აქვს, მათ შორის ბოლო 2022 წლის მარტში (3-0).
დანიის ნაკრები მუდმივად ანგარიშგასაწევი ძალაა და მარტივი მეტოქე ეს გუნდი არავისთვის იქნება, მათ შორის ფავორიტი ინგლისისთვისაც. წინა ევროზე დანიელები ოთხ საუკეთესო გუნდში მოხვდნენ და მომავალ ტურნირზეც შეგვიძლია ველოდოთ მათგან სიურპრიზებს.
გთავაზობთ სტატიებს სხვა ნაკრებების შესახებაც:
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
11 საათის წინ
1 დღის წინ
11 საათის წინ