-
Aa
+
ფონტის ზომა
გთავაზობთ მუნდიალზე მონაწილე გუნდების განხილვას ჯგუფების მიხედვით.
ყველაფერი, რაც A ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც B ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც C ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც D ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც E ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც F ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც G ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც H ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც I ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც J ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც K ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
დღეს ბოლო, L ჯგუფს წარგიდგენთ, სადაც ხორვატიის, ინგლისის, განისა და პანამის ნაკრებები იასპარეზებენ.
ხორვატიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 6-ჯერ იასპარეზა და 3 შემთხვევაში საპრიზო ადგილიც დაიკავა.
1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ხორვატიამ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა მიიღო 1998, 2002, 2006, 2014, 2018 და 2022 წლების ტურნირებზე.
ხორვატიის საუკეთესო შედეგი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა და მე-2 ადგილის დაკავება იყო.
ეროვნულმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატებზე ჯამში 3 მედალი მოიპოვა: 2 ბრინჯაოს (1998 და 2022 წლებში) და 1 ვერცხლის (2018 წელს).
ხორვატია მოსახლეობის რაოდენობით (ურუგვაის შემდეგ) და ფართობით (ნიდერლანდების შემდეგ) მეორე ყველაზე პატარა ქვეყანაა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა მოახერხა.
ხორვატებიდან მუნდიალებზე ყველაზე მეტი, 19 მატჩი ლუკა მოდრიჩს აქვს ჩატარებული, რომელიც წელს თავისთვის მე-5 მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს (2006, 2014, 2018, 2022, 2026).
ხორვატების საუკეთესო ბომბარდირები 6-6 გოლით დავორ შუკერი (1998) და ივან პერიშიჩი (2014, 2018, 2022) არიან. პერიშიჩს წელს ამ შედეგის გაუმჯობესება შეუძლია.
ასევე ივან პერიშიჩს შეუძლია გახდეს პირველი ხორვატი ფეხბურთელი, რომელსაც გოლი 4 მუნდიალზე ექნება გატანილი.
ხორვატია ფიფას ამჟამინდელ რეიტინგში მე-11 ადგილზეა.
მეკარეები: დომინიკ ლივაკოვიჩი (დინამო ზაგრები), ივორ პანდური (ჰალი), დომინიკ კოტარსკი (კოპენჰაგენი)
მცველები: იოსიპ სტანიშიჩი (ბაიერნი), მარინ პონგრაჩიჩი (ფიორენტინა), იოშკო გვარდიოლი (მანჩესტერ სიტი), დუე ჩალეტა-ცარი (სოსიედადი), იოსიპ შუტალო (აიაქსი), კრისტიან იაკიჩი (აუგსბურგი), ლუკა ვუშკოვიჩი (ჰამბურგი), მარტინ ერლიჩი (მიდტიულანდი)
ნახევარმცველები: ნიკოლა მორო (ბოლონია), მატეო კოვაჩიჩი (მანჩესტერ სიტი), ლუკა მოდრიჩი (მილანი), ნიკოლა ვლაშიჩი (ტორინო), მარიო პაშალიჩი (ატალანტა), მარტინ ბატურინა (კომო), პეტარ სუჩიჩი (ინტერი), ტონი ფრუკი (რიეკა), ლუკა სუჩიჩი (სოსიედადი)
შემტევები: ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი), ანტე ბუდიმირი (ოსასუნა), ივან პერიშიჩი (პსვ), იგორ მატანოვიჩი (ფრაიბურგი), მარკო პაშალიჩი (ორლანდო სიტი), პეტარ მუსა (დალასი)
მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი
ინგლისის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის პირველ 3 გათამაშებაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან იმ პერიოდში FIFA-ს წევრი არ იყო.
ინგლისმა 3-ჯერ ვერ მოახერხა ფინალურ ეტაპზე გასვლა - 1974 წელს (დასავლეთ გერმანია), 1978 წელს (არგენტინა) და 1994 წელს (აშშ). ასევე, 3 შემთხვევაში ჯგუფურ ეტაპს ვერ გასცდა - 1950, 1958 და 2014 წლებში.
ინგლისის საუკეთესო შედეგი 1966 წელს, საკუთარ ქვეყანაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტიტულის მოპოვებაა. გარდა ამისა, ინგლისმა მე-4 ადგილი დაიკავა 1990 წელს იტალიაში და 2018 წელს რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატებზე.
ინგლისელთა მხრიდან მუნდიალებზე ყველაზე მეტი, 17 მატჩი ლეგენდარულ მეკარე პიტერ შილტონს აქვს ჩატარებული, რომელმაც 3 ტურნირზე ითამაშა (1982, 1986, 1990).
ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი კი მსოფლიო ჩემპიონატებზე გარი ლინეკერია, რომელმაც 1986 და 1990 წლებში ჯამში 10 გოლი გაიტანა.
წელს ლინეკერის რეკორდს ჰარი კეინი დაემუქრება, რომელსაც 2018 და 2022 წლებში ჯამში 8 გოლი დაუგროვდა და 3 გოლის გატანის შემთხვევაში სიის სათავეში ის გადაინაცვლებს.
ფიფას რეიტინგში ინგლისის ნაკრები ამ მომენტისთვის მე-4 ადგილს იკავებს.
მეკარეები: ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), დინ ჰენდერსონი (კრისტალ პალასი), ჯეიმს ტრაფორდი (მანჩესტერ სიტი)
მცველები: ეზრი კონსა (ასტონ ვილა), ნიკო ო'რაილი (მანჩესტერ სიტი), ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი), მარკ გეჰი (მანჩესტერ სიტი), ტინო ლივრამენტო (ნიუკასლი), დენ ბერნი (ნიუკასლი), რის ჯეიმსი (ჩელსი), ჯედ სპენსი (ტოტენჰემი), ჯარელ ქუანსა (ლევერკუზენი)
ნახევარმცველები: დეკლან რაისი (არსენალი), ელიოტ ანდერსონი (ნოტინგემი), ჯუდ ბელინგემი (რეალი), ჯორდან ჰენდერსონი (ბრენტფორდი), კობი მეინო (მანჩესტერ იუნაიტედი), მორგან როჯერსი (ასტონ ვილა), ებერეჩი ეზე (არსენალი)
შემტევები: ბუკაიო საკა (არსენალი), ჰარი კეინი (ბაიერნი), მარკუს რაშფორდი (ბარსელონა), ენტონი გორდონი (ბარსელონა), ოლი უოტკინსი (ასტონ ვილა), ნონი მადუეკე (არსენალი), აივან ტოუნი (ალ აჰლი)
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
განის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 4-ჯერ ითამაშა - 2006, 2010, 2014 და 2022 წლებში.
2010 წლის ტურნირზე განამ საუკეთესო შედეგი აჩვენა და მეოთხედფინალამდე მიაღწია.
განელთა მხრიდან ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი და საუკეთესო ბომბარდირი ასამოა ჯანია, რომელმაც 2006, 2010 და 2014 წლებში ჯამში 11 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.
განის ნაკრები ფიფას რეიტინგში 73-ე ადგილს იკავებს.
მეკარეები: ლოურენს ატი-ზიგი (სენტ გალენი), ჯოსეფ ანანგი (სენტ პატრიკსი), ბენჯამინ ასარე (ჰარტს ოფ ოუკი)
მცველები: ალიდუ სეიდუ (რენი), ჯონას აჯეტეი (ვოლფსბურგი), აბდულ მუმინი (რაიო), გიდეონ მენსა (ოსერი), აბდულ რაჰმან ბაბა (პაოკი), ჯერომ ოპოკუ (ბაშაქშეჰირი), კოჯო პეპრა ოპონგი (ნიცა), დერიკ ლუკასენი (პაფოსი), მარვინ სენაია (ოსერი)
ნახევარმცველები: კალებ ირენკი (ნორდშელანდი), ტომას პარტეი (ვილიარეალი), კვასი სიბო (ოვიედო), ანტუან სემენიო (მანჩესტერ სიტი), ელიშა ოვუსუ (ოსერი), ოგუსტინ ბოაკიე (სენტ-ეტიენი)
შემტევები: აბდულ ფატავუ (ლესტერი), ჯორდან აიუ (ლესტერი), ბრენდონ ტომას-ასანტე (ქოვენთრი), კრისტოფერ ბონსუ ბაა (ალ ქადსია), ინიაკი უილიამსი (ატლეტიკი), კამალდეენ სულემანა (ატალანტა), ერნესტ ნუამა (ლიონი), პრინს კვაბენა ადუ (პლზენი)
მწვრთნელი: კარლოს კეირუში
პანამის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ერთხელ, 2018 წლის გათამაშებაში, მოახერხა კვალიფიკაციის მოპოვება.
მაშინ პანამელები ჯგუფში ბელგიასთან, ინგლისთან და ტუნისთან მოხვდნენ და სამივე მატჩში დამარცხდნენ.
პანამელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ფელიპე ბალოიმ გაიტანა, რომელმაც ინგლისთან 6-1 წაგებულ შეხვედრაში გამოიჩინა თავი.
მეორე გოლი კი პანამელებმა ტუნისთან ავტოგოლის დახმარებით გაიტანეს.
პანამის ნაკრები ფიფას რეიტინგში 34-ე პოზიციაზეა.
მეკარეები: ლუის მეხია (ნასიონალი), სესარ სამუდიო (მარათონი), ორლანდო მოსკერა (ალ ფაიჰა)
მცველები: სესარ ბლექმენი (სლოვანი), ხოსე კორდობა (ნორვიჩი), ფიდელ ესკობარი (საპრისა), ედგარდო ფარინია (ნიჟნი ნოვგოროდი), ჯოვანი რამოსი (პუერტო კაბელიო), კარლოს ჰარვი (მინესოტა), ერიკ დევისი (ამადორი), ანდრეს ანდრადე (ლასკი), მიკაელ ამირ მურილიო (ბეშიქთაში), როდერიკ მილერი (თურანი), ხორხე გუტიერესი (ლა გუაირა)
ნახევარმცველები: კრისტიან მარტინესი (ირონი კირიატი), ხოსე ლუის როდრიგესი (ხუარესი), ადალბერტო კარასკილია (პუმასი), ისმაელ დიასი (ლეონი), იოელ ბარსენასი (მასატლანი), ალბერტო კინტერო (ამადორი), ანიბალ გოდოი (სან დიეგო), სესარ იანისი (კობრესალი)
შემტევები: ტომას როდრიგესი (საპრისა), ხოსე ფაჯარდო (უნივერსიტად კათოლიკა), სესილიო უოტერმანი (უნივერსიდად დე კონსეპსიონი), ასარიას ლონდონიო (უნივერსიდად კათოლიკა)
მწვრთნელი: ტომას კრისტიანსენი
ტური 1
ინგლისი - ხორვატია (18 ივნისი, 00:00)
განა - პანამა (18 ივნისი, 03:00)
ტური 2
ინგლისი - განა (24 ივნისი, 00:00)
პანამა - ხორვატია (24 ივნისი, 03:00)
ტური 3
ხორვატია - განა (28 ივნისი, 01:00)
პანამა - ინგლისი (28 ივნისი, 01:00)

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

